პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება

პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა, სკოლებს ონლაინ კლასების დაკომპლექტების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, შესაძლებელია I-VI კლასებში შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი (კლასების მიხედვით), რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები.

რაც შეეხება პედაგოგების მიერ დამატებით ჩატარებულ საგაკვეთილო საათებს, განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლების სამინისტრო დამატებით ჩატარებულ ყველა საათს დააფინანსებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის კარი გაიღო, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ გარკვეული მიზეზების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, პირველ რიგში, მშობელი უნდა შევიდეს პორტალზე - online.emis.ge, სადაც მიუთითებს, რომ სურს დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანოს შვილი.

ეს მონაცემები გროვდება და რა თქმა უნდა, სკოლა იწყებს ამის ადმინისტრირებას ანუ, შეჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც აორგანიზებს დისტანციური კლასის სახით.

თუმცა, არსებობს დარეგისტრირების მეორე გზაც, თუ მშობელს არ აქვს საშუალება დისტანციურად online.emis.ge -ზე დაარეგისტრიროს შვილი, მიდის სკოლაში და სკოლის ადმინისტრაცია ეხმარება პორტალზე დარეგისტრირებაში, შემდეგ კი ჩვენ ვთავაზობთ სკოლას დისტანციური გაკვეთილის ჩატარების რამდენიმე ალტერნატივას.

მაგალითად ავიღოთ, მესამე კლასი, სადაც არის რამდენიმე პარალელი. სკოლას შეუძლია, ვთქვათ, 2 პარალელი კლასიდან გამოყოს 1 დისტანციური კლასი. ამასთან, სკოლის ადმინისტრაცია გამოყოფს დაწყებითების მასწავლებელს ან საგნების მიხედვით მასწავლებლებს, რომელიც ჩაუტარებს გაკვეთილს რამდენიმე პარალელიდან შექმნილ ერთ ონლაინ კლასს.

არსებობს მეორე ვარიანტიც, როდესაც სკოლას შეუძლია ერთი კლასიდან გამოყოს დისტანციური კლასი და თავისივე მასწავლებელმა, თავისივე კლასის მოსწავლეებს ჩაუტაროს დისტანციური გაკვეთილი. ასევე, მეორე კლასმა თავისი ონლაინ კლასი გამოყოს და მათ ჩაუტაროს დისტანციური გაკვეთილი და ასე შემდეგ. ორივე ვარიანტი შევთავაზეთ სკოლებს, არჩევანი სკოლაზეა თუ რომელი მოეწონებათ.

ამასთან, მასწავლებლის შრომა, თითოეული ჩატარებული საათი ანაზღაურდება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში. ამასთან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ, თუ საკლასო ოთახებიდან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა.

იხილეთ ვიდეო: მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა