„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო