კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა. მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცია.

„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი და რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა მას?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა