შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი - მთელმა საქართველომ იცის, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება არ არის სანდო

მთელმა საქართველომ იცის, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება არ არის სანდო, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება პროკურატურის პოზიციას შეესაბამება.

„შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ წინა მოწმის მსგავსად, ესეც აბსურდულ ჩვენებას მისცემს სასამართლოს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მისი ჩვენება არ არის სანდო. მან ჩვენება შეცვალა მაშინ, როდესაც პროკურატურამ გადაწყვიტა ახალი ვერსიის წამოყენება. მისი ჩვენება შეესაბამება პროკურატურის პოზიციას, შესაბამისად, ეს არ არის მოწმის ჩვენება, ეს არის პროკურატურის ჩვენება.

ის ვერ დაადასტურებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ვინაიდან "ტოიოტაში" 6 ადამიანი იმყოფებოდა და ექვსივე იდენტურ ჩვენებას აძლევს, ეს მოწმე კი არ არის სანდო", - განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობარი, ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!