მარინა ენდელაძე - საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, მითუმეტეს, ამდენი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საწოლფონდების მარაგის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს.

როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, საწოლფონდების მარაგთან დაკავშირებული შიში უსაფუძვლოა.

„საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, აბსურდია. მითუმეტეს ამდენი გამოჯანმრთელდა, რომც არ იყოს ამდენი გამოჯანმრთელება, მარაგში იყო საწოლფონდი. პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 8 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: მარინა ენდელაძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა არსებობდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო