სერგო ჩიხლაძე - „ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, ოპოზიციური აქტივისტების და მედიის წინააღმდეგ საჯარო მოხელეებს აქეზებს

ეს არის შედეგი იმ ძალადობისა და დაუსჯელობისა, რასაც წლებია ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და ახალისებს „ქართული ოცნების“ პარტია, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, „პირდაპირ საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციური აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ.“

,,ეს ადამიანები წახალისებული არიან მმართველი გუნდის მიერ, რაზეც მიუთითებს მათი გუშინდელი განცხადებაც. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა, საჯარო მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას ამ ძალადობაში და „ქართული ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, პირდაპირ საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციური აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მოვითხოვთ ყველა მოძალადის უმკაცრესად დასჯას, განსაკუთრებით იმ საჯარო მოხელეების რომლებიც იყვნენ ამაში ჩართული. გეყოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა გააგრძელოთ? აღარ გინდათ, რომ საჯარო აქტივობა გქონდეთ? ეს ძალადობა დაასამარებს თქვენს პოლიტიკურ ამბიციებს, ასეთი ქმედებებით თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა