კახა კალაძემ ილია ელოშვილს 12 ოქტომბრამდე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების მიწოდების ორგანიზება დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს ილია ელოშვილს 12 ოქტომბრამდე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების მიწოდების ორგანიზება დაავალა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობაში, როცა პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყანას. ჩვენ ამ ოჯახებსა და ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ეს ორკვირიანი პერიოდიც, გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით. ამასთან, ახალი რეგულაციები დაუწესდა საბავშვო ბაღებს. სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებიც შესაბამისად გადაამზადებენ ბაღების აღმზრდელებს, ჩვენს თანამშრომლებს. ასევე მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი. შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი. ბავშვებს ექნებათ ყველა ნივთი. რეგულაციები რაც იქნა მოთხოვნილი, ყველაფერი არის გათვალისწინებული და შესრულებული, რომ დავიცვათ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბერს განაახლებენ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძემ ილია ელოშვილს 12 ოქტომბრამდე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების მიწოდების ორგანიზება დაავალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა