ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვი-ერევანი-ბაქოს სამიტის გამართვას უადგილოდ მიიჩნევს

სომხეთი უადგილოდ მიიჩნევს მოსკოვი-ერევანი-ბაქოს სამიტის გამართვას იმ პირობებში, როდესაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„საომარი მოქმედებების დროს არც თუ ძალიან დროულია სამიტზე საუბარი. მოლაპარაკებათა საწარმოებლად საჭიროა შესაბამისი ატმოსფერო და პირობები“ ,- განაცხადა პრემიერმა.

ამავდროულად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღში დაფიქსირდა მფრინავების თურქულ ენაზე საუბარი.

მანამდე მან აღნშნა, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის ხაზის ჩრდილოეთ მიმართულებაზე ახორციელებს ავიადარტყმებს. მისი თქმით, გამოიყენება თურქული უპილოტო საფრენი აპარატები, დაფრინავენ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები F-16.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა