შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი სანდო მოწმეა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი სანდო მოწმეა.

გუგუტიშვილის თქმით, ამირხანაშვილთან მის მიერ ჩვენებებში დაზუსტებულ გარემოებებთან დაკავშირებითაც ექნებათ კითხვები.

"მოლოდინი გვაქვს, რომ გურამ ამირხანაშვილი სასამართლოში დაადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული. მას ყველა იმ კითხვას დავუსვამთ, რაც მისი ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რაც ბრალდების მხარისთვის საინტერესოა. აღნიშნული მოწმე სანდოა. მოწმეს დაზუსტებული აქვს გარკვეული გარემოებები და ჩვენ შეკითხვები გვექნება ამ დაზუსტებულ გარემოებებთან დაკავშირებით", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

კითხვაზე, იცავს თუ არა გურამ ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა, პროკურორი პასუხობს, რომ "ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა".

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილი ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათი ადრე, ისე რომ მედიის წარმომადგენლებს არ ენახათ, მიიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა