რომან გოცირიძე - წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არასახელმწიფოებრივი ქმედება, ქვეყნის ინტერესების ღალატია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ხელისუფლების მხრიდან არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. როგორც ის აცხადებს, ტყუილია, რომ გარეჯი „ვიღაცამ ვიღაცას გადასცა”.

„წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არის ფაქტობრივად არასახელმწიფოებრივი ქმედება. ქვეყნის ინტერესების ღალატი. არ დამთავრებულა დემარკაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდებთ მოსიარულე საფრთხეს, მოლაპარაკე საფრთხეს. გადადგა დავით გარეჯისკენ ნაბიჯი და რა მივიღეთ, ფაქტობრივად ჩაკეტილია. გააკეთა განცხადებები და დავინახეთ. როგორ გაამწვავა ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. გარეჯზე შექმნილი ვითარება არის ამ ხელისუფლების სინდისზე. როდესაც წინასაარჩევნოდ ამ თემით იწყებს ხელისუფლება სპეკულირებას, ეს კი არ არის უპასუხისმგებლობა, არამედ არის ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე წასვლა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნება”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა