„ემპათია“ - მარნეულში მომხდარ ძალადობაში თანამდებობის პირების მონაწილეობა და პოლიციის მდუმარე თანხმობა იკვეთება

მარნეულში მომხდარ ძალადობაში, რაც გამოიხატა პოლიტიკური ოპონენტებისა და არჩევნების დამკვირებელთა სასტიკ ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, მოგვიანებით კი მედიის წარმომადგენელთა ცემასა და ტექნიკის ბრუტალურ განადგურებაში, იკვეთება თანამდებობის პირების მონაწილეობა და პოლიციის მდუმარე თანხმობა, გამოძიების არაეფექტურობა - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება.

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა