ანდერს ფოგ რასმუსენი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

მისივე თქმით, გარე ძალების ჩარევის მცდელობის აცილება შეუძლებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგოს.

„ჩვენ არ მივცემთ კრემლს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს იარაღი დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით,“- აღნიშნა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მკაცრ კრიტერიუმებს.

„სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალია და შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. ასევე ძალიან ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორშიც იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებს დაახლოვებოდა. ასე რომ, ამ პერსპექტივიდან, თქვენ ამზადებთ ნიადაგს,“- აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევანზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ დაბლოკოს საქართველოს გადაწვეტილება ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლის,“- აღნიშნა რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო: ანდერს ფოგ რასმუსენი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და არ გამორიხავს, რომ ოქტომბრის არჩევნები რუსეთის სამიზნე გახდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა