მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა - ვიბრუნებთ იმ პოზიციებს, რომელიც 27 სექტემბერს აზერბაიჯანთან ბრძოლისას დაიკარგა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივნის ვაგრამ პოღოსიანის ინფორმაციით, ყარაბაღის არმიამ შეძლო დაებრუნებინა აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დაკარგული პოზიციები.

„სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, პოღოსიანმა აღნიშნა, რომ 27 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმატება ბრძოლის ველზე აიხსნება მათი მხრიდან თავდასხმით, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დაიწყეს მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება.

„ერთი ღამის განმავლობაში შევძელით დაგვებრუნებინა დაკარგული პოზიციების დიდი ნაწილი, გავაუმჯობესეთ ისინი და კვალავაც წინ მივიწევთ და ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის არმიის რიგებში იბრძვიან თურქი სამხედრო მოსამსახურეები, ეს ყველასთვის ცნობილია“ , - განაცხადა პოღოსიანმა.

მისი თქმით, თუკი აზერბაიჯანი განაგრძობს შეტევებს, არ არის გამორიცხული, რომ „არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენ პოზიციებს, არამედ წინ წავიწევთ“.

მისივე ცნობით, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკა არ დაზარალებულა ომის შედეგად, ინფრასტრუქტურა კვლავინდებურად მუშაობს.

იხილეთ ვიდეო: ვიბრუნებთ იმ პოზიციებს, რომლებიც 27 სექტემბერს აზერბაიჯანთან ბრძოლისას დაიკარგა - მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა