პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. პირველ რიგში, არ ხდება შემთხვევების ნახტმობისებური მატება და ეს არის დამაიმედებელი ნიშანი იმის, რომ სისტემა ავლენს ინციფირებულებს და მოსახლეობაც იცავს პირველად რეკომენდაციებს, გაცილებით უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ. ასევე, უნდა იმოქმედოს მომდევნო დღეებშიც დამატებით დაწესებულმა რეგულაციებმაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო