მაია ბუწაშვილი - კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში

კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ინფექციონისტის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის აღმავლობა ცუდ დროს დაიწყო, ვინაიდან ის რესპირატორულ ინფექციებს ემთხვევა. როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, კორონავირუსის და რესპირატორული ინფექციების ზედდება გარკვეულ „პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას“ გამოიწვევს.

„ჩვენთან პიკი ფაქტობრივად არ ყოფილა. ახლა შევედით იმ ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს. როდესაც საუბარია მეორე ტალღაზე, ჩვენ ამ მეორე ტალღაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ყოფილა. პირველი პიკი ძალიან მდორედ მიმდინარე იყო ერთეული შემთხვევებით. რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში.

რაც შეეხება პერსპექტივას, როგორც სხვა ქვეყნებში ვნახეთ ასეთი პიკური მიმდინარეობით, სწრაფი აღმავლობისას მოსალოდნელია სტაბილიზაცია, უბრალოდ ეს აღმავლობა ჩვენ ცუდ დროს დაგვემთხვა. სეზონია ისეთი, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს ცოტა სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას", - განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, თბილისში ვითარება სტაბილურია, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების აფეთქება კი ლოკალური.

„ბათუმში ახალი შემთხვევების აღმავლობა რჩება ისევ აჭარაში. თბილისში, საბედნიეროდ, სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ის პერიოდი გავიდა, როდესაც აჭარიდან თბილისში ჩამოსული ადამიანების ინფიცირების აღმავლობა უნდა გვენახა, თუ იქნებოდა ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორია. საბედნიეროდ, აჭარის აფეთქება არის ლოკალური, მისი გავრცელება არ შეინიშნება. ცალკეული შემთხვევები, რაც ყველგან გვაქვს გარდაუვალია“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა