არჩილ თალაკვაძე - არავის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობას და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს

არავის, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ჩვენს ქვეყანაში არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობასა და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზედაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა. გავამკაცრეთ წესები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ და აღვკვეთოთ ძალადობრივი საარჩევნო კამპანია. ყველაფერი გავაკეთეთ პოლარიზების შესამცირებლად,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სამართალდამცავებსა და ყველა შესაბამის უწყებას სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა აქვთ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ, გამოიძიონ და აღკვეთონ ძალადობრივი ინციდენტები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა