ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვირუსის გავრცელება ახლა უფრო მეტი გვაქვს, ყოველდღიური სიკვდილიანობის მატება კი ამის დასტურია

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ვირუსის გავრცელება ახლა უფრო მეტი გვაქვს, ყოველდღიური სიკვდილიანობის მატება კი ამის დასტურია. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ვირუსის გავრცელებას აქვს თავისი მათემატიკური ლოგიკა. ამას მათემატიკაში ჰქვია ექსპონენციური ზრდა. ჩვენთან როგორც ცხადდება რიცხვები, ამას არავითარ კავშირი არ აქვს ექსპონენციური ზრდის მათემატიკურ ლოგიკასთან. ის კავშირშია პოლიტიკურ ლოგიკასთან.

ჩემი აზრით, ვირუსის გავრცელება ახლა უფრო მეტი გვაქვს, ყოველდღიური სიკვდილიანობის მატება კი ამის დასტურია. ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, გამიხარდა 700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ინფიცირებულების 80% მსუბუქი და უსიმპტომოა, ამდენი გამოჯანმრთელებული რომ გყავდეს უცნაური არ არის.

უცნაურს რასაც ვხედავ არის ის, რომ 3 დღის განმავლობაში ვირუსის ახალი შემთხვევები არის 292-294-296... ვინც იცის ეპიდემიოლიურად სტატისტიკურად ეს როგორ ხდება, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი უყაირათოდ დახარჯა. შემოდგომის სეზონზე, როდესაც გრიპის და კორონავირუსის ზედდება მოსალოდნელია, ქვეყანა არასათანადოდ მომზადებული ხვდება.

„დღეს ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ემოციური რესურსი უყაირათოდ დახარჯა გაზაფხულზე.

ახლა გრიპთან ერთად გვიწევს ამ ვირუსის მართვა, როდესაც ზაფხულში უნდა გვესწავლა ამ ვირუსის ადეკვატური მართვა.

22 აპრილს დავწერე და თქვენ ეთერშიც ვთქვი, რომ ახლავე დაარეზერვეთ გრიპის ვაქცინა ყველასთვის, რადგან როდესაც ერთდროულად იქნება გრიპის სეზონი და კორონავირუსის შემოტევა, გრიპის მხარეს მაინც გვქონდეს ვაქცინა, რომ არ აირიოს ნაკადები.

ახალა საუბარია რომ 100 ათასი თუ 150 ათასი გრიპის ვაქცინა იქნება 3 მილიონ 700 ათასიან ქვეყანაში. ესაც ნათლად მიუთითებს, თუ რამდენად არაეფექტიანი იყო „ქართული ოცნების“ მიერ შემოდგომისთვის მომზადება“-, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს