თამარ გაბუნია - ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, გამართლებული არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე აჭარაში გაფართოებული ტესტირების საჭიროება უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი. როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, ეს არ არის გამართლებული.

„ტესტირება არის მიზნობრივი, მაღალი რისკის ჯგუფებში. ზოგადად საერთაშორისო რეკომენდაციები ისეთია, რომ პირველ რიგში, სიმპტომური პირი უნდა გაიტესტოს, მაღალი რისკი ჯგუფი, ექიმები ან სხვა პროფესიის პირები და ასევე კონტაქტები. ეს არის ჩვენთვისაც მთავარი ფოკუსი. ამის მოცვა კეთდება. ფართო მასობრივი ტესტირება, რომელიც იყო სექტემბრის დასაწყისში, ამის მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხდარიყო ინფექციის გადინება აჭარიდან. რასაც მივაღწიეთ კიდეც. გაფართოებული ტესტირების საჭიროება ამ ეტაპზე უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი. იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, არ არის ეს გამართლებული, რადგან ეპიდემიოლოგმა უნდა განსაზღვროს რა მომენტშია ტესტირება სწორი და როდის იქნება პასუხი გამოვლენადი. სიცხე თუ აქვს ვინმეს და სიმპტომი, ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, მას ტესტირება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არა ყველას“, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს