ტომას ჰენდრიკ ილვესი - როგორც ვხედავთ, უცხო ძალის არჩევნებში ჩარევის საკითხი ძალიან სერიოზული საკითხია საქართველოსთვისაც

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის ტრანსატლანტიკური კომისიის წევრმა, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელზედაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა, არჩევნებში გარე ძალის ჩარევის საკითხზე და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დემოკრატიული პროცესები და არჩევნები გარე ფაქტორებისგან თავისუფალი იყოს. როგორც ვხედავთ არჩევნებში უცხო ძალის ჩარევის საკითხი ძალიან სერიოზული საკითხია საქართველოსთვისაც. „ფეისბუქმა“ უამრავი ანგარიში წაშალა ე.წ. „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“. ეს არის „ტროლების“ ფაბრიკა თუ დეზინფორმაციის სხვა წყაროები, რომლებიც თქვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. მათი უმეტესობა სათავეს რუსეთიდან იღებს,“- აღნიშნა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

მისივე თქმით, საზოგადოების ყალბი ინფორმაციისგან დასაცავად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მისდიოს ამ ინფორმაციას, გაასაჯაროვოს, გამოააშკარავოს, ცრუ ინფორმაცია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია,“ - აღნიშნა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო