ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების თაობაზე განუცხადა, საკითხი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს და აზერბაიჯანის ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არ ემუქრება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გათვალისწინებით, მჯერა, ეს ასე გადაწყდება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო