კახა კახიშვილი იუნკერთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი თემატური ჯგუფების პროგრამის ფარგლებში, იუნკერთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კახიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც პოლიკლინიკის მედპერსონალი დგას და აღნიშნული საკითხების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.

„თემატური ჯგუფები ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული ინიციატივაა, რომელიც გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო იქნება. შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი საკითხი და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც პოლიკლინიკის მედპერსონალი დგას. არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ექიმების სამუშაო გარემო. მინდა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა“, - აცხადებს კახიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო