ეკა ბესელია - მე-9 მოწვევის პარლამენტი არის მოდელი, როგორი არ უნდა იყოს საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი

ეს იყო ყველაზე სუსტი პარლამენტი, რაც კი ყოფილა. ეს არის მოდელი, როგორი არ უნდა იყოს საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი,- ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარლამენტს საქმიანობის დასაწყისში ჰქონდა შესაძლებლობა მართლმსაჯულების მთავარი რეფორმა განეხორციელებინა, თუმცა „მმართველმა პარტიამ პარლამენტი აქცია კლანთან გარიგების მთავარ დასაყრდენად”.

„დასაწყისში ამ პარლამენტს ჰქონდა მცდელობაც და შანსიც, რომ მთავარი რეფორმა, რომელიც განსაზღვრავდა სხვა რეფორმების წარმატებას, ბოლომდე მიეყვანა. ეს იყო ამ მოწვევის პარლამენტის სავიზიტო ბარათი. ეს იყო მართლმსაჯულების რეფორმა. ამ რეფორმაზე უარის თქმამ, 2018 წელს კლანთან გარიგებამ, ამ პარლამენტში შეცვალა როგორც პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობაც, რომელიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დაიშალა. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში მოხდა, არის ის წყალგამყოფი, რომელიც გაივლო ჩვენსა და „ქართულ ოცნებას” შორის და აღმოჩნდა, რომ მმართველმა პარტიამ ეს პარლამენტი აქცია კლანთან გარიგების მთავარ დასაყრდენად. ბედისწერა არის ისიც, რომ ბოლო კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი კენჭს უყრის, არის მოსამართლეების არჩევის კანონი. ამ კანონპროექტმა და ზოგადად, ამ თემამ შეცვალა ამ ქვეყანაში ბევრი რამ. საზიანო პროცესები გამოიწვია, თუმცა ახლა არის არჩევანი ყველასთვის, რას აირჩევს მომავალში. ამიტომ ამ პარლამენტმა ყველაზე ცუდი სტანდარტი აჩვენა. მგონია, რომ ეს იყო ყველაზე სუსტი პარლამენტი, რაც კი ყოფილა. ერთპარტიულ პარლამენტს დაემსგავსა.

ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიმაჩნია, როდესაც ის 10-კაციანი სია, 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას, არ გავატანინე უმრავლესობას და ეს სია ჩავაგდებინე. ყველაზე საზიანო შედეგად მიმაჩნია იმ 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ზიანი. ეს არის მოდელი, როგორი არ უნდა იყოს საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი, როგორ არ უნდა იღებდნენ დეპუტატები გადაწყვეტილებას ისე, რომ არც კითხულობენ, ისე აჭერენ მწვანე ან წითელ ღილაკს და არ იციან, რა წერია შიგნით”,- განაცხადა ბესელიამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო