თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

„საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინე ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა