დიმიტრი კულება - უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა. ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანი უჭერდა მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ეს პრინციპი ჩვენთვის აბსოლუტურად უცვლელი რჩება,“- განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უკრაინა ძალიან წუხს იმის გამო, რაც ახლა კავკასიაში ხდება.

„მე ტელეფონით ვესაუბრე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოზიცია ნათელია: ომს ყოველთვის მოაქვს მწუხარება, მსხვერპლი და ნგრევა და ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ იმაზე, რაც ახლა კავკასიაში ხდება,“- განაცხადა დიმიტრი კულებამ.

იხილეთ ვიდეო: უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია - დიმიტრი კულება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს