ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებულია ყარაბაღთან დაკავშირებით თურქეთიდან მომდინარე საომარი მესიჯებით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თურქეთის „საომარი რიტორიკა“ აზერბაიჯანელებს უბიძგებს ხელახლა დაიპყროს მთიანი ყარაბაღი, რაც მიუღებელია.

„მე აღვნიშნე თურქეთის პოლიტიკური განცხადებები აზერბაიჯანის სასარგებლოდ, რაც ჩემი აზრით, არის წინდაუხედავი და სახიფათო, განსაკუთრებით სომხეთის მიმართ. საფრანგეთი, როგორც მინსკის ჯგუფის ნაწილი, რაც მიუკერძოებლობას მოითხოვს და ეს ჩემი მხრიდან სიფრთხილის მიზეზია, კვლავ უკიდურესად არის შეშფოთებული ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თურქეთიდან მომდინარე საომარი მესიჯებით, რაც აზერბაიჯანს არსებითად უხსნის ნებისმიერ დაბრკოლებას მთიანი ყარაბაღის ხელახლა დაპყრობაში და ჩვენ ამას არ მივიღებთ“, - განაცხადა მაკრონმა ლატვიაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდო, კომენტირებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რეგიონული მოთამაშეები ამ საქმეში პირდაპირ არიან ჩართული, ამიტომ თავშეკავებას ამჯობინებს, ვიდრე ფაქტები არ დამტკიცდება.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი თურქეთს ყარაბაღთან დაკავშირებით "საომარი რიტორიკის" გამო აკრიტიკებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს