საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.

„საგადასახადო შემოწმების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი სიახლეა საგადასახადო შემოწმების პროცესში და მისი გამოყენება პრაქტიკაში პირველად მოხდება. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია: საგადასახადო შემოწმების პროცესის გამარტივება, გადასახადის გადამხდელის დროის დაზოგვა, ეფექტური და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელება, არსებული რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება, ხარისხის კონტროლის სტანდარტის დაცვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება. აღნიშნული პროექტი ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ამისთვის კი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ასეთი შეხვედრებია,“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების სამმართველოს უფროსმა ავთო სვანაძემ, კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

ლევან კაკავამ, კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას აუდიტის დეპარტამენტის უფროსი პაატა კილაძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანტონ ძამაშვილი და საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი შოთა მინაშვილი, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ,,ქეიფიემჯი ჯორჯია“ (KPMG), ,,ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერს საქართველო“ (PWC), EY-ის, ,,ბიდიო საქართველო“ (BDO), და სხვა აუდიტორული კოპმპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა