„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჯანმრთელობა და კუთვნილი აპარატურა დაზიანდა.

DRI-ის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ეკისრება ძალადობისგან თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა, სადაც უზრუნველყოფილია პოლიტიკურად მიუღებელი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა.

„გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა ძალადობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო კომისიის წევრზე. ფიზიკური დაპირისპირება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე არსებულმა უთანხმოებამ გამოიწვია. თავდამსხმელებმა დააზიანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ქველაძის, კუთვნილი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან მყოფ სამ პირს.

ფაქტის გასაშუქებლად პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ მისულ „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ათამდე პირმა. თავდამსხმელები, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორებს და დააზიანეს მათი ტექნიკა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიზნად ისახავდა ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მოვლენების გაშუქებისთვის ხელის შეშლას, როგორიცაა არჩევნები, არჩევნებისთვის მზადება და სამოქალაქო აქტივისტების დევნა.

ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც. დაზარალებულის თქმით, მას ფიზიკურად უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარე გაუსწორდა. სამართალდამცავების უმოქმედობამ კი ხელი შეუწყო ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მომდევნო ეპიზოდებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შემჭიდროვებულ ვადებში ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები.

ასევე მოუწოდებს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საჯაროდ და ცალსახად დაგმონ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები,“- ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს