ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, „როგორ კარგადაც იცის სირბილი შაქარაშვილმა, ასე კარგად თუ იცის ცურვაო"

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას სასამართლოს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამირხანაშვილის ადვოკატის ეკა ხუციშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა ქამრიში" არჩილ გაგნიძის მითითებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაჯდა.

„თავდაპირველად გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში და ჩაჯდა. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ. მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, მას არ სურდა ჩაჯდომა. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა", - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, ჰკითხა თუ არა მას არჩილ გაგნიძემ, „შაქარაშვილმა ცურვაც ისევე კარგად იცოდა თუ არა, როგორც სირბილი", ადვოკატი პასუხობს, რომ ამირხანაშვილმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

„ეს დაადასტურა, გაიმეორა, ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ იცოდა და პოლიციაშიც ამიტომ არ დაურეკავს.

„გაუჩნდა განცდა, რომ ის იპოვეს პირველი და განცდა გაუჩნდა, რომ შაქარაშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ არ განაცხადა პოლიციაში და დაურეკა მეგობარს, რომ წასულიყო და შაქარაშვილი წამოეყვანა. როცა დილით მოიკითხა და გამოჩენილი არ იყო, ოჯახს იმ ინციდენტის შესახებ შეატყობინა, რაც მოხდა", - განაცხადა ხუციშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს