სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 სექტემბერს, სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნება საქართველოს გენერალური საკონსულო.

უწყების ცნობით, ვირტუალურ ცერემონიას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოულანაკისი.

„გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოემსახურება. გენერალური საკონსულო დაფარავს აშშ-ის 19 შტატს: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ამოცანა იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით დაფარვის შტატებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნულ შტატებთან ეკონომიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ისევე როგორც ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00-სთ-ზე დაიწყება და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება გენერალური საკონსულოს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GEOConGenSF.

ქ. სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართია: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133; ელ-ფოსტა: ConsulateSF@mfa.gov.ge; ტელ: 415-528-3706; საკონსულოს ცხელი ხაზი: 415-702-5329“,-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს