პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

წელს გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამომცემლობა "პალიტრა L" დაარსდა 2005 წლის 31 ოქტომბერს და 15 წლის მანძილზე განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი.

15 წლის განმავლობაში გამომცემლობა ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ ლიტერატურას ყველა ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის.

წარმოგიდგენთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია და საოჯახო ბიბლიოთეკები:

2009 წელს შეიქმნა სერია "დიდი მხატვრები", რომელიც რჩეული ფერმწერების შედევრებსა და ისტორიას მოიცავს.

2010 წლიდან გამომცემლობის პროექტმა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" უამრავი ოჯახის ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა. ამ სერიის წიგნები წლების განმავლობაში ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ტირაჟით იყიდებოდა (კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 50 000 ეგზემპლარი) და იყიდება დღემდე. პროექტი, გარდა იმისა, რომ ე. წ. "აუცილებლად წასაკითხ" ლიტერატურას აერთიანებს, ხელმისაწვდომ ფასად კარგად გაფორმებულ, ხარისხიან წიგნებს სთავაზობს მკითხველს.

2010 წელს დაიწყო სერია "ქართული პროზის საგანძური". ამ პროექტის მეშვეობით ქართული კლასიკური და თანამედროვე პროზის რჩეული ნიმუშები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

2012 წელს გამოიცა "საქართველოს ისტორიის ოთხტომეული", რომლის სრული ტირაჟი გამოსვლის დღესვე გაიყიდა. მას შემდეგ წიგნი კიდევ რამდენჯერმე გამოიცა. 2019 წელს კი მკითხველმა განახლებული და შევსებული გამოცემა იხილა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე.

2012 წელს გამომცემლობამ დაიწყო სერია "ჩემი რჩეული", რომელიც ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას აერთიანებს. ეს იყო უდიდესი საქმე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. პროექტი მოგვიანებით გაგრძელდა "ჩემი რჩეული მსოფლიოთი", რომელიც მკითხველს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ეპოქაში მიუძღვება და აზიარებს მათ კულტურას.

2012 წელს დაიწყო პირველი ქართული საყმაწვილო წიგნების პროექტი 3D ფორმატში.

2012 წლიდან გამომცემლობა სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის "მაკულიტერატურის" ფარგლებში, თავის მკითხველს მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ, სრულიად ახალ წიგნებს სთავაზობს. პროექტის მიზანია, გარემოს დაცვა და ხეების გადარჩენა, სანაცვლოდ კი განახლებული ბიბლიოთეკები წიგნის მოყვარულებისათვის.

2013 წელს მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გაგრძელდა პროექტით "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". აქაც, როგორც სხვა ბევრი პროექტის შემთხვევაში, მკითხველის აზრს მიენიჭა უპირატესობა და სწორედ ისინი არჩევდნენ სერიის ფარგლებში გამოსაცემ ლიტერატურას. სერიის მთავარი წიგნია ბიბლია, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრის ჩართულობით გამოიცა.

2014 წელს გამომცემლობამ დაიწყო წიგნების ახალი სერია "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია". 30 ტომში გაერთიანებული საქართველოს ისტორია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ აღდგენილი ფაქტები, უნიკალური ექსპონატები, მოვლენების დეტალური აღწერა - საქართველოს ისტორიის ამ ვიზუალურმა რეკონსტრუქციამ მთავარი მოვლენები, ფაქტები და რეალური ამბები ცალკეულ წიგნებად დაყო და ერთ სერიად გააერთიანა.

2014 წელს გამოიცა ტომეული "საქართველოს იმედი" ეს არის საქართველოში პირველი სრულყოფილი გამოცემა, რო­მე­ლიც მკითხველს ყვე­ლა წმინ­და­ნის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას დაწ­ვრი­ლე­ბით აცნობს.

2014 წელს დაიწყო მუშაობა ხელნაკეთი ბიბლიის ლიმიტირებულ გამოცემაზე, რომელიც შეუფასებელი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

2015 წელს დაიწყო პროექტი "ლურჯი ოკეანე", რომელიც გამომცემლობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. ყველა წიგნი პრაქტიკული სახელმძღვანელოა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად, ასევე, თვითგანვითარებისა და მოტივაციისთვის.

2015 წელსვე სპეციალურად მოზარდებისთვის შეიქმნა პროექტი "ლიბერთინსი", რომლის ფაგლებშიც თინეიჯერები ერთმანეთს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ. ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, ვინაიდან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა და "პალიტრა L" ამ მიმართულებით პირველი იყო.

2015 წელს გამოიცა "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", რომელიც მკითხველს ათ ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ წიგნს სთავაზობდა.

2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" თანამშრობლობით, გამოიცა "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია". ეს არის წიგნი-ალბომი და 24 განსხვავებული მონეტა, რომელიც საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

2016 წელს სპეციალურად 8-12 წლის ბავშვებისათვის შეიქმნა სერია "ლიბერქიდსი", რომელიც განსაკუთრებულ, იდუმალ, თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე სამყაროში ეპატიჟება პატარა მკითხველს.

2016 წელს გამოიცა "ილია II - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში იქმნებოდა.

2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L" "დისნეის" ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

2017 წელს დაიწყო პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები", რომლის ანალოგი საქართველოში მანამდე არ შექმნილა. სერია არა მხოლოდ მსოფლიოს 12 მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ხელოვნების ნიმუშებსა და ისტორიულ საგანძურზე მოგვითხრობს, მუზეუმების საშუალებით გვიყვება სხვადასხვა ქვეყნის განვლილ გზებზე - როგორ უვლიდნენ ისინი საკუთარ საგანძურს და რატომ წირავდნენ ადამიანები სიცოცხლეს მსოფლიო შედევრების გადასარჩენად.

2017 წელს გამოიცა "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის", რომელიც ფასდაუდებელი სამედიცინო ლიტერატურაა ყველა ოჯახისათვის.

2017 წელს დაიწყო "საქართველოს კულინარიული ატლასის" გამოცემა, რომელშიც მკითხველი ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით გაეცნობა.

2017 წელს გამომცემლობამ დაიწყო სერია "მოსწავლის არჩევანი", რომელიც მოსწავლეებისათვის საინტერესო ლიტერატურას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით აერთიანებს.

2017 წლიდან გამომცემლობის პრიორიტეტი გახდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და დებიუტანტი ავტორების ხელშეწყობა, რაც წარმატებით ხორციელდება. ამას ადასტურებს პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელმაც უკვე არაერთი ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა და ხელი შეუწყო აღიარების მოსაპოვებლად.

2018 წელს დაიწყო ყველასათვის საყვარელი ანიმაციური გმირის თოვლის გუნდას და ასევე, ბასტი-ბუბუს საბავშვო წიგნების გამოცემა და ფუმფულა და მომღერალი სათამაშოებისა და აქსესუარების გამოშვება.

2018 წელს გამოვიდა "საქართველოს ინტერაქციული რუკა", რომლის მიზანიც სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბა და შეყვარებაა. ეს არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი.

2018 წელს გადაწყდა სერია "ქართველი მეფეების" მომზადება. პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომის პირველივე ტომის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართველი მკითხველი ელოდა ამ პროექტს. იმის გამო, რომ სერიის წიგნებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა, ტომების რაოდენობა 36-მდე გაიზარდა და "ქართველი მეფეები" საქართველოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ აერთიანებს ინფორმაციას.

2018 წელს ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისათვის შეიქმნა სერია "პორტალი", რომლის მეშვეობითაც, ამ ჟანრის მკითხველები წიგნების თაროებზე სასურველ ლიტერატურას მარტივად პოულობენ.

2019 წელს გამომცემლობამ შექმნა "აუდიოწიგნების" პლატფორმა gudabooks.ge და აპლიკაცია "გუდა", რომლის მეშვეობითაც, წიგნების მოსმენა შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის: ვარჯიშის, დასვენების, მგზავრობისა თუ სახლის დალაგების დროს.

2019 წელს დაიწყო სამყაროს მთავრი წიგნის "ბიბლიის" განმარტებების გამოცემა. "ბიბლია განმარტებებით", რომელიც მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში ეხმარება, ახლა უკვე სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე სასწავლო პროგრამაში შევიდა.

2019 წლიდან გამომცემლობა "პალიტრა L" "მარველ ინთერთეინმენტის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. გამოიცა "მარველის" საბავშვო წიგნები ქართულ ენაზე და სუპერგმირების საკოლექციო ფიგურები.

2019 წელს დაიწყო სერია "იკითხე ქართული", რომელშიც XX-XXI საუკუნის შემოქმედებაა გაერთიანებული. პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - "ქართული ისტორიული ქსოვილის" მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული.

2019 წელს გამოიცა სხვადასხვა სამაგიდო თამაში, მათ შორის, "ინოვატორი", რომელიც ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს უამრავ იდეას მოაფიქრებინებს, ასევე, "ლოტო", რომლის დახმარებითაც, ბავშვები თამაშ-თამაშით ისწავლიან ფერებს, ფორმებს, თვლას.

2020 წელს დაიწყო პროექტები: "ომებსა და ადამიანებზე" - სერია, რომელიც კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს;

ასევე, "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", რომელშიც თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8 000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად; "ქართველები მსოფლიო ისტორიაში", რომელიც წარ­მო­ად­გენს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას სიღ­რმი­სე­ულ ნა­მუ­შე­ვარს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თველ­თა ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც არა­თუ ვიც­ნობთ, მათ შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია.

გამომცელობა “პალიტრა L” აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ განავითაროს საგამომცელო სფერო, ყველა ტიპის ადამიანს შეეძლოს წიგნის მაღაზიაში მისთვის საინტერესო ლიტერატურის შერჩევა.

გამომცელობა პალიტრა L” – 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!