ზ.ხ.-ს ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილმა პროკურატურის კითხვებზე, დარიგებული ბავშვივით ჩამოაყალიბა ჩვენება, ადვოკატების კითხვებზე კი აცხადებდა, რომ არ ახსოვდა

გურამ ამირხანაშვილმა პროკურატურის კითხვებზე, დარიგებული, კარგად ნასწავლი ბავშვივით ჩამოაყალიბა თავისი ჩვენება, ხოლო ადვოკატების მიერ დასმულ კითხვებზე აცხადებდა, რომ არ ახსოვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გურამ ამირხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული დღევანდელი ჩვენება პროკურატურის პოზიციის გაჟღერება იყო.

„როგორც ახვლედიანმა, ისე ამირხანაშვილმაც, ის სხვაობები, რაც მათ წინა ჩვენებებში ჰქონდათ, ზუსტად ერთი და იგივე წინადადებებით განმარტეს, რომ სტრესში იყვნენ და მაშინ ვერ იხსენებდნენ და ბოლო ჩვენებაში გაიხსენეს, რა იყო ჭეშმარიტება. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე ამირხანაშვილი აცხადებდა, რომ "არ ახსოვდა", " არ იცოდა". ის ინფორმაცია, რაც სასამართლოს მიაწოდა, არცერთ ჩვენებაში არ აქვს ნათქვამი.

მისი ეს ჩვენება მთლიანად ის პოზიციაა, რასაც ბრალდების მხარე აჟღერებს. პროკურატურის კითხვებზე, დარიგებული, კარგად ნასწავლი ბავშვივით ჩამოაყალიბა თავისი ჩვენება, ხოლო ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე აცხადებდა, რომ „არ ახსოვს". ეს გარეშე პირს რომ ენახა, აღშფოთდებოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მართლმსაჯულება", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა