თეონა აქუბარდია - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობა ამ ხელისუფლების პერიოდში გაუარესდა

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელშიც ჩართულობის შესაძლებლობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ექნებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული თემა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ის მაღალი ინტერესების მატარებელია.

,,გუშინ პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სომხეთთან საზღვრის დემარკაცია - დელიმიტაცია არ არის დასრულებული. მომლოცველები ვეღარ ადიან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის სრულ მონაკვეთზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შარშან გაკეთებული დაუფიქრებელი და მავნე განცხადების შემდეგ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა გაუარესდა ამ ხელისუფლების პერიოდში. დღეს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ ორ მეზობელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საკითხის ამ დროს და ამ ფორმით წამოწევამ შესაძლოა გააღვივოს ანტიაზერბაიჯანული განწყობები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფუჭება სწორედ რომ შედის რუსეთის ინტერესებში. ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს გააფაროს ის მძიმე პრობლემები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ქვეყანაში. პროკურატურისადმი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში დაბალია და ის იქცა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელ უწყებად. მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილზე განხილვა იყოს ყველასთვის გამჭვირვალე, შეიქმნას საბჭო სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ და თითოეულ დეტალს გაეცნონ, რათ დაცული იყოს ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა