„მრავალეროვანი საქართველო“ მარნეულსა და სადახლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს

„მრავალეროვანი საქართველო“ 28 და 29 სექტემბერს, მარნეულსა და სადახლოში მომხდარ ინციდენტებთან და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

„28 სექტემბერს მარნეულის სოფელ სადახლოში, პარტია „ევროპული საქართველოს“ აქტივისტზე განხორციელდა თავდასხმა, ხოლო 29 სექტემბერს მარნეულში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. აღნიშნული დროის მონაკვეთში თავს დაესხნენ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებს, დააზიანეს მათი აპარატურა.

„მრავალეროვანი საქართველო“ გმობს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის მომხდარი ძალადობის ფაქტებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს დაძაბულობას, ხოლო მათი შედეგი ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესებზე.

ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა და მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ზემოთხსენებული ინციდენტები და სათანადო რეაგირება იქონიონ მათში მონაწილე, დამნაშავე პირების გამოსავლენად და კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისგებაში მისაცემად,“- ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალეროვანი საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში გამართვისა და ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა ადეკვატური და სწრაფი რეაგირება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა