ვახტანგ ძაბირაძე - პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა ამ მოლაპარაკებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი.

„ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს.

„არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ვახტანგ ძაბირაძე.

მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება.

„არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“,-აცხადებს ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა