ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი სრულყოფილად არ მოუძებნია, არ გაურკვევია სად იყო

გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი სრულყოფილად არ მოუძებნია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს უნდა განეცხადებინა, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ლ..შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება არადამაჯერებელი და არათანმიმდევრულია.

„პროცესზე დაზარალებული ამირხანაშვილი დაიკითხა, რომლის ჩვენებაც არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. როცა მოწმე აცხადებს, რომ „მერსედესის" მარკის ავტომობილის მოსვლის შემდეგ ის მყისიერად გაიქცა და შემდეგ აცხადებს, რომ ცემაში 8 პირი იყო ჩართული, 2 პიროვნება, რომლებმაც მას ტელეფონის ნომერი გამოართვა, მათგან მოშორებით იყო, როგორ მოხდა, რომ 8 პირი მყისიერად ჩაერთო დაპირისპირებაში, მათ შორის, ტატიაშვილი, რომელზეც არცერთი მოწმე არ საუბრობს. მისი იდენტიფიცირება არ მოუხდენია, მაგრამ როცა საუბრობს, რომ 8 პირი იყო ჩხუბში ჩართული, ე.ი. ყველა გამოდის. მოწმემ ვერ აღწერა და ვერ მიუთითა ის პიროვნული მახასიათებლები, რაც გამოკითხვის ოქმში აქვს მითითებული. ასევე, ჩვენს კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, კითხეს თუ არა იმ პირებმა, ვინც თბილისში წამოიყვანა, სად ცხოვრობდა ის და აპირებდა თუ არა, თბილისში დაბრუნებას. თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ლ.შ.-თან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ნომერი გამოართვა. ამირხანაშვილმა ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ამიტომ მისი ჩვენება არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. მოწმემ მიიჩნია, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ უნახავთ, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ავტომობილში ერთ-ერთმა განაცხადა, „უკვე დამკაში იქნებოდა". თუ ეს მოისმინა, ის მოისმინა, რომ „სირბილივით კარგად იცოდა თუ არა ცურვა" მისმა მეგობარმა, მაშინ რატომ განაცხადა, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ ეყოლებოდათ ნანახი?

აქაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იკვეთება. მისი ჩვენება ბრალდებულების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული. კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში, მან არ მიიჩნია, რომ პირი დაკარგული იქნებოდა. თუმცა, ლოგიკურია, რომ მას მისი მეგობარი სრულყოფილად არ მოუძიებია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკური იყო, ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს განეცხადებინა", - განაცხადა გვიშიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო