აზერბაიჯანის განათლების მინისტრის განცხადებით, სომხეთის თავდასხმის გამო, 420 სკოლაში სწავლა შეწყდა

სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის 14 რეგიონის 420-მა სკოლამ მუშაობა შეზღუდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა განაცხადა.

„მტრის აგრესიისა და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სკოლის 9 შენობა და ტერიტორია დაზიანდა. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოსწავლე მტრის თავდასხმას ემსხვერპლა, ერთი პედაგოგი კი დაჭრილია,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო