სალომე სამადაშვილი - ნაკლებ დამაჯერებელია, რომ ბატონ გახარიას ესმის ის სირთულე, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონშია შექმნილი

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ხელი შეუწყოს, მაგრამ არ მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვინმესთვის საინტერესო იყოს ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე გამოძიებაა დაწყებული, ამდენად მას არ ესმის რეგიონში შექმნილი ვითარების სირთულე.

„ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ჩვენმა მეზობლებმა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. საქართველო ისტორიულად ყოველთვის ცდილობდა, რომ შუამავლის როლი ეთამაშა ამ კონფლიქტში. თუმცა, ეს განცხადება იმ ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომელიც დღეს რეგიონში შექმნილ უმძიმეს ფონზე საუბრობს, აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, საგამოძიებო პროცესის თაობაზე, რა თქმა უნდა, ნაკლებ დამაჯერებელია, რომ ესმის ბატონ გახარიას ის სირთულე, რომელიც რეგიონშია შექმნილი უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა