ცესკო-ს პრესსპიკერი - მარკირების სითხეს სადენზინფექციო ხსნარი და საპონი არ შლის

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებში ამომრჩევლებს ინდივიდუალური მოხმარების კალმები გადაეცემათ. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო უბანში საკუთარი კალმით მივიდეს.

„მოცემული მომენტიდან გამომდინარე, ამომრჩეველს არ უტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა, საარჩევნო უბანზე ვინც შევა, იქნება ეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, მედია წარმომადგენელი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათ, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. თერმოსკრინინგს არ გაივლის ამომრჩეველი.

პირბადე ყველას უნდა ეკეთოს, შესაძლებელია, ამომრჩეველს სახლში დარჩეს პირბადე და თან არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თითოეულ მოქალაქეს, რომ მათ გადაეცეთ პირბადე და პირბადის გამოყენებით შევიდნენ საარჩევნო უბანზე.

ამასთან, საარჩევნო უბანში შესვლამდე თითოეული ამომრჩეველი გაივლის ხელის დეზინფექციას, შიგნითვე იქნება სადენზინფექციო საშუალებები განთავსებული, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმები, იმისთვის რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ვირუსის გავრცელება. სურვილის შემთხვევაში, საკუთარი კალმით შესვლაც არის შესაძლებელი.

ამასთან, ამომრჩეველს ძალიან მცირე დროით, რამდენიმე წამით მოუწევს პირბადის მოხსნა. პირველი, საარჩევნო უბანში შესვლამდე, როდესაც ვერიფიკაცია უნდა გაიაროს ნამდვილად არის თუ არა ის კონკრეტული საარჩევნო უბნის ამომრჩეველი და მეორე რეგისტრატორის მაგიდასთან, როდესაც უნდა მოხდეს დადასტურება პირადობის მიხედვით არის თუ არა ის ამომრჩეველთა სიაში.

თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე გაკეთებული და სურვილი ექნება პირბადის გარეშე შევიდეს საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი უნდა ფლობდეს ინფორმაციას რომ, სამწუხაროდ, პირბადის გარეშე საარჩევნო უბანზე ვერ შევა. გარდა იმ პირებისა, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ, ექიმის მიერ გაცემული ცნობა აქვს, რომ მათ არ შეუძლიათ პირბადის ტარება",-განაცხადა ანა მიქელაძემ.

კითხვაზე ხომ არ აქრობს მარკირების კვალს სადეზინფექციო სითხე, ანა მიქელაძე აცხადებს რომ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, მარკირების სითხეს სადენზინფექციო ხსნარი არ აქრობს.

„მარკირების სითხე არ იშლება სადენზინფექციო ხსნარით. საკმაოდ დიდი რაოდენობის მარკირების სითხე შევუკვეთეთ, ველოდებით ჩამოსვლას. კიდევ ერთხელ მოხდება გადამოწმება. მაგრამ გეუბნებით, რომ მარკირების სითხეს არ შლის სადენზინფექციო ხსნარი და საპონი", -განაცხადა მიქელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს