სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ კანდიდატებზე, რომლებიც დარწმუნებით ვიცით, რომ პირველივე ტურში დაამარცხებენ ხელისუფლებას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ძალადობრივ რეჟიმზეა გადასული იმ ოპოზიციური კანდიდატების მიმართ, “ვინც არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებენ”.

როგორც ის აცხადებს,“ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი მცდელობა, რომ ძალადობრივი გზებით ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების გამოვლენას არჩევნებზე, “უმძიმეს შედეგს იქონიებს პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის”.

“განსაკუთრებით ძლიერი ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ ხელისუფლება არის გადასული ძალადობის რეჟიმზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ ის კანდიდატები, ვისაც ახსენებენ, მაგალითად, ნიკა მელია, ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში. მათ კარგად იციან, რომ ოქრიაშვილს არ წაუგია არჩევნები იმ მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც კენჭს იყრის. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედიაც გახდა ძალადობის სამიზნე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ კეთდება იმ კანდიდატებზე, რომლებიც დარწმუნებით ვიცით, რომ პირველივე ტურში დაამარცხებენ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატებს”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ ნიკანორ მელია და იმამყულიევი და “მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს