ირაკლი ოქრუაშვილი - „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ამ დროს იწყებს ქვების სროლას  - ცვლილებების სიო ქრის ქვეყანაში

სამწუხაროდ, ამ ქვების სროლის ეტაპიდან ვერ გამოვედით. როგორც წესი, ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე - „ქართული ოცნება“ თავს მყარად, მშვიდად, დამაჯერებლად ვერ გრძნობს, მის გამარჯვებაში არაა დარწმუნებული და ამ დროს იწყებს ქვების სროლას და ძალადობას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მარნეულში ძალადობის პრევენცია შეიძლებოდა, „ამას სჭირდებოდა სიძულვილის ენის მთლიანად აღმოფხვრა და დაუსჯელობის სინდრომის გაღვივების ხელის შეშლა“.

„ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მას აქვს საშუალება და ბერკეტი, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრას. ვერაფერი დამაჯერებელი და ეფექტური ვერ ვნახე რა განახორციელა ხელისუფლებამ გუშინდელის შემდეგ. გარდა იმისა, გამოძიება რომ დაიწყეს და გარკვეული პირები გამოკითხეს. უამრავი კადრი არსებობს, თვითმხილველების გარდა ფაქტობრივი მასალაა თუ ვინ რა როლით მონაწილეობს ამ ყველაფერში. შეიძლებოდა იმ ადამიანების დაკავება, ვინც იყო ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი, სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი. სამართალდამცავები ელოდებიან იქნება თუ არა პოლიტიკური ნება ვინმეს დასაკავებლად.

ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობის ფაქტი მოხდა, ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არის სრული უუნარობა და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ზემოდან არ აქვთ ე.წ. მწვანე შუქი, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგან. ეს გამოიწვევს შემდეგს, გაღრმავდება მსგავსი ტიპის ძალადობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელსაც გამადიდებელი შუშით აკვირდება როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო საზოგადოება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, დაპირისპირება „ქართული ოცნებისთვის“ იყო ხელსაყრელი, იმიტომ, რომ ამით ორპოლუსიანობას ინარჩუნებენ.

„ისინი ასეთი ტიპის დაპირისპირებით ვერ შემოვლენ ვერც ჩვენს პარტიასთან, ვერც „ლეიბორისტულ პარტიასთან“, ვერც ბურჯანაძის პარტიასთან, მათ სჭირდებათ ორპოლუსიანობის შენარჩუნება. ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, აქ იყვნენ ჟურნალისტები დაშავებულები. ისინი ხომ მხარე არ არიან?! რატომ არ მოხდა მათთან მიმართებით ეფექტურად გამოძიების წარმართვა? ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და ოპოზიციაში გადასვლის. ცვლილებების სიო ქრის ქვეყანაში და „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო