ანა მიქელაძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, სან-ფრანცისკოში და იტალიის ქალაქ ბარიში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება.

როგორც ანა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია 38 ქვეყანაში, 55 საარჩევნო უბანს გახსნის.

„იმისთვის, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი წესით საკონსულო რეგისტრაცია, ამისთვის შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური ელექტრონული ვებ გვერდი და დარეგისტრირდნენ საკონსულოს ვებგვედზე. ამ ეტაპზე 55 საარჩევნო უბანი იხსნება და ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურებენ საზღვარგარეთ ამომრჩევლები.

ამასთან, დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება სან ფრანცისკოში, სადაც აქამდე არ იყო გახსნილი და იტალიაში, ქალაქ ბარიში", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო