ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში პრეტენზია არცერთ თანამდებობაზე არ ექნება

გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში პრეტენზია არცერთ თანამდებობაზე არ ექნება.

როგორც ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ ეტაპზე ნებისმიერი ადამიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება რეალობას მოკლებულია.

„პირობითად დაბალი მაჩვენებლის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციების ამბიცია, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს მათი გუნდიდან დასახელებული და მას დაუჭიროს ყველა სხვა დანარჩენმა მხარი, არარეალურია და არასწორია. ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე, ნებისმიერი ადამიანის დასახელება, ვინც არ უნდა იყოს, არის აბსოლუტურად მოკლებული რეალობას. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ 1-ელ ნოემბერს, როდესაც დაითვლება ბიულეტინები და მივხვდებით, ვინ რა დოზით ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ვის რა შესაძლებლობა გააჩნია გარკვეული სახის გაერთიანების, ერთობის და სინერგიის შექმნის”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილს, თავად იყოს კოალიციური მთავრობის მეთაური, ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნული იურიდიულად გამორიცხულია.

„თუ სალომე ზურაბიშვილი მას ერთ დღეში შეიწყალებს, მოქალაქეობას აღუდგენს და გაასუფთავებს, ბუნებრივია, ეს საკითხი გახდება რეალური, მაგრამ მე მეეჭვება, რომ ეს იყოს პოლიტიკურად რეალური. ისევე, როგორც გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ აქვს 4%, არარეალურია მისი პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ ერთ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ვინც არ უნდა ასახელებდეს საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს ემსახურება ერთ მიზანს - საკუთარი ამომრჩევლის მეტად შეკვრას და მობილიზებას. ეს არის მთავარი საფუძველი, რის გამოც ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს ასახელებენ ასე სოკოებივით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო