სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 2 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათვე ცნობით, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ასევე საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 -დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ძმებ კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 17 შინდისელი გმირის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს