ისანში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, „საარჩევნო სიყალბის დადგმის პირველი მსახური“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაა.

„საქართველოს მოქალაქეების ნება 31 ოქტომბერს იქნება შეურყეველი. საქართველოს მოქალაქეების ნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა, ამიტომ, რა მანიპულაციებიც არ უნდა გააკეთონ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული და მათ შორის, პირველ რიგში, ქალბატონი თამარ ჟვანიას წინააღმდეგ. ისაა პირველი მსახური საარჩევნო სიყალბის დადგმაში. არავითარი ეთიკის კოდექსი „ქართული ოცნების“ მსახურების მხრიდან არ არსებობს, ეს ყველაფერი ფარისევლობაა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო