ირაკლი ოქრუაშვილი - არჩევნების გაყალბება, ხახვის, კარტოფილის თუ 15 ლარის დარიგება წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს

ქვების სროლა, არჩევნების გაყალბება, კრიმინალური აქტივის გამოყენება თუ გარკვეული ფინანსური სარგებლის დარიგება - ხახვი იქნება, კარტოფილი თუ 15 ლარი, წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ოპოზიციაში, თავისი რესურსებით და მხარდამჭერებით, მაგრამ მას ცალკე აღებულს ხელისუფლების ცვლილება არ შეუძლია ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ხელისუფლების ცვლილებაა შეუძლებელი.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ ურთიერთმადლობები უნდა ვუხადოთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო, მაგრამ მას უნდა ესმოდეს ერთი მთავარი რამ - რომ არა „ერთობის“ ფორმატი, რაც არის „ლეიბორისტულ პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყოველთვის ოპოზიციაში და ხელისუფლება ვერასდროს საქართველოში ვერ შეიცვლება. ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან შექმნილი ორპოლუსიანობის, პოლარიზაციის, შემაშინებელი ფაქტორი და საზოგადოება ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ეს არის რეალობა. ჩვენ შეგვიძლია გულში მჯიღი ვირტყათ და ერთმანეთს ვუმტკიცოთ მე უფრო ძლიერი ვარ, მე უფრო ძლიერი ვარ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი თავისი რესურსებით, მხარდამჭერებით და ა.შ., მაგრამ მას ცალკე აღებულს ხელისუფლების ცვლილება არ შეუძლია ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ხელისუფლების ცვლილებაა შეუძლებელი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია დღეს ერთიანია და შეთანხმებული იმაში, რომ თამაშის წესები ცივილიზებული იყოს, ემსახურებოდეს სიმშვიდის შენარჩუნებას და არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას.

„არის მეორე წყება საკითხებისა - რა ტიპის თანხმობა გვაქვს ერთმანეთში, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან და ჭაობიდან. ეს არის კონკრეტული რეფორმების გატარება ეკონომიკაში, სამართალდამცავ სფეროში, მართლმსაჯულებაში, საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ ყველაფერს მივყავართ კოალიციური მმართველობისკენ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო