რელიგიის სააგენტომ საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის, რელიგიურ გაერთიანებებს 4 500 000 ლარი გაუნაწილა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020 წლის 20 იანვრის N1/216 რეკომენდაციით, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, რელიგიურ გაერთიანებებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარი უკვე გაუნაწილა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 ლარი, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 ლარი, საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 ლარი გადასცა.

როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოში აცხადებენ, რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და ობიექტური მაჩვენებლების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) გათვალისწინებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2020 წლის 28 სექტემბრის N1/874 რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 ლარი არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით, შემდეგი ოდენობით გადანაწილდეს:

  1. საქართველოს ისლამური თემი - 550 000 ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200 000
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 150 000 ლარი;
  4. საქართველოს იუდეური თემი - 100 000 ლარი.

სულ, 2020 წლის განმავლობაში, რელიგიურ ორგანიზაციებზე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები ასე გადანაწილდა:

  1. საქართველოს ისლამურ თემს - 2 750 000 ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 800 000 ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 550 000 ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს - 400 000 ლარი.
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა