სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ამ არჩევნებით დადგეს ისეთი ცვლილებები, რომ არასდროს იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის ძალადობა

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა ამ არჩევნებით დადგეს ისეთი ცვლილებები, რომ არასდროს იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი და მითუმეტეს, არ ხდებოდეს შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ძალადობის ტალღის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამის კარგი მაგალითია მარნეულში მიმდინარე მოვლენები ჟურნალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, მათ შორის, ადგილზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მონაწილეობით.

„ახლა, ოპოზიციიდან კიდევ ვინმეს, თუ დაიჭერენ არ გაგვიკვირდება. რადგან ამას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთი თვის ვადაში. ერთი თვის თავზე, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ეს ყველაფერი შეწყდება და ყველა ის ადამიანი, ვინც, ახლა, თავის ძალაუფლებას ბოროტად და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მერე აუცილებლად დაისჯება. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ასეთი ძალადობა არჩევნების მერე არავის შერჩება. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა ამ არჩევნებით დადგეს ისეთი ცვლილებები, რომ არასდროს იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი და მითუმეტეს, არ ხდებოდეს შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო