სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არჩევნებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა „ძვირად დაუჯდება“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ არჩევნებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა „ძვირად დაუჯდება“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„ფაქტობრივად ყველა საოლქო კომისიასთან იმართება ჩვენი გამაფრთხილებელი აქციები იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო არჩევნების გაყალბებისთვის მზადება. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, მოგესმინათ კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი უშუალოდ კომისიებში, როგორ არღვევენ ყველანაირ უფლებებს ოპოზიციის წარმომადგენლების და ფაქტობრივად, ამზადებენ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ არჩევნებზე დაწერონ ის შედეგები, რაც სურთ.

მე მსურს, დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად გავაფრთხილოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, ყველა მცდელობა, ჩაერიოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვაში, მოახლოებულ არჩევნებში, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. მოემზადეთ და ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი როგორის ჩატარებასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გთხოვთ“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მან მოახლოებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობა ასევე ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასაც დააკისრა.

„მინდა ასევე მივმართო თამარ ჟვანიას, მას პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ არჩევნების ადმინისტრაციაზე და ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო