გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვამბობდით, რომ ერთადერთი გზა კორონავირუსის ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით იყო მასობრივი ტესტირება, არ დაგვიჯერეს და ჩაფლავდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდმდგომარება დღითიდღე მძიმდება. „ჩვენ ვამბობდით, რომ ერთადერთი გზა კორონავირუსის ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით იყო მასობრივი ტესტირება, არ დაგვიჯერეს და ჩაფლავდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სავაადმყოფებსა და საკარანტინე სივრცეებში შექმნილი კატასტროფული ქაოსი მოუმზადებელ და ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უკავშირდება. ვაშაძის განმარტებით, გაუსაძლისი მდგომარებაა რეგიონებში, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ და გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოქმედი მთავრობის მიერ გაჟღებეულ მონაცემებს კოვიდინფიცირებულებისა და გარდაცვალების თაობაზე ეჭვის ქვეშ აყენებს.

„ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ყოვედღიურად რთულდება მდგომარეობა საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეებში. სრულიად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა და ამას უკვე ვეღარ მალავენ ექიმები, პირდაპირ გამოდიან და ამბობენ. დღეს უკვე კოვიდ ინფიცირებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფული ქაოსია ტესტირებებთან დაკავშირებით. როდის ვამბობდით, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება? როდის უნდა ეზრუნა მთავრობას ტესტების მარაგებზე, რომ ეს არის ერთადერთი გზა კორონავირუსის პრევენციულ და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით? და რა ხდება დღეს? ადამიანები ტესტებს ვერ იკეთებენ, პასუხები არეულია, სად გაიგზავნა ანალიზი არ იციან, სრულიად ქაოსშია ყველაფერი. აი, ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში? როგორ ემზადებოდნენ ყველაფერი ახლა გამოჩნდა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ ფულს და გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, საერთოდ არ აინტერესებდათ მოქალაქეების არც ჯანმრთელობა, არც გარდაცვალება. კატასტროფული ციფრებით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სხვა რეგიონებში, იმიტომ, რომ ვფიქრობ, დამალულია და გასაიდუმლოებულია სამხედრო საიდუმლოსავით, იმის ნაცვლად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია. მეგობრებო, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კრიზისის მართვა და კორონასთან ბრძოლაში ჩაფლავდნენ. დღეს, როდესაც ისინი საუბრობდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანზე, გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა აქვს საქართველოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა