ირაკლი ოქრუაშვილი - როგორც რიგითი მოქალაქე, ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას - არც მწვადის დაწვა და არც შამფურის, არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან

გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, კარგი აზრია, რომ საქართველომ უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში, თუმცა „ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი მანდატი იმისთვის, რომ მხარეები ასეთ შეხვედრაზე დაითანხმოს“.

როგორც ოქრუაშვილმა ''პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, აღნიშნულს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გარკვეული ზურგი სჭირდება.

„კარგი აზრია, მაგრამ მეეჭვება, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდეს იმის მანდატი და იმის გავლენა მათი სიძლიერის და წონადობის თვალსაზრისით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრაზე დაითანხმოს მხარეები. მითუმეტეს, ამას სჭირდება გარკვეული ზურგი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთგვაროვანი პრობლემები აქვს.

„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიები დაკარგული აქვს აბსოლუტურად უკანონოდ და უსამართლოდ და ჩვენ, ამ შემთხვევაში, გაიგივებული უნდა გვქონდეს საკუთარი თავი მათთან, ჩვენც იგივე მდგომარეობა გვაქვს. აქ რაღაც არც მწვადის დაწვა და არც შამფურის დაწვა არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ჩვენ ერთგვაროვანი პორობლემები გვაქვს და არ უნდა დაგვავიწყდეს ეს. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელია, მიუხედავად იმისა, კეთილგანწყობილია თუ არა სომხეთი, ის არის განსხვავებული პოზიციის მატარებელი ჩვენთან მიმართებით, ვიდრე აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი არის ჩვენი მჭიდრო პარტნიორი და მოკავშირე, სომხეთი ყოველთვის იკავებს ნეგატიურ პოზიციას გაეროში იმ რეზოლუციების მიღების დროს, რომელიც ეხება ჩვენი დევნილების და ლტოლვილების უკან აფხაზეთში და ცხინვალში დაბრუნებას, ყოველთვის ბლოკავს ამ რეზოლუციებს. მეტსაც ვიტყვი, ჩემი მონაცემებით, 2008 წელს სომხეთი იყო მხარე და მისი საჰაერო სივრცის გამოყენება ხდებოდა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ამ კონფლიქტიდან რა შედეგები შეიძლება მივიღოთ? ბიძინა ივანიშვილი ალბათ მიიღებს შემდეგ შედეგს - მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რომელიც სომხეთში ბენზინის ტრანზიტშია ჩართული, ალბათ მეტ შემოსავალს მიიღებს იმიტომ, რომ ტარიფებს აუწევენ სომხეთს გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, მაგრამ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს ამ შემთხვევაში უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ რას ვიღებთ აქედან. მარტო იმას, რომ აქ მოვიწვევთ და ისაუბრებენ? ეს არაფერს არ ნიშნავს. მეტი ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის და მეტი თავშეკავებისკენ მოწოდება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იმისა, რომ აზერბაიჯანთან მოხდეს განსაკუთრებული ურთიერთობების გაღრმავება კვლავ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს